
სიზმარი მახსოვს, რომ ასე იწყება : ვზივართ ბაღში , მე , ჩემი მეგობარი ნიკა და ძველი ნაცნობი ლუკა :დდ . მე ჰამაკზე ვიჯექი , ნიკა და ლუკა კი მაგიდაზე ისხდნენ.
უცებ ლუკა მომახტა და ყელზე დანა დამადო:
- იცოდე მოგკლავ, თუ ვინმეს ეტყვი, რომ ეს მე ვქენი! (თქვა ლუკამ)
და უკნიდან ნიკამ დაარტყა, ლუკა უკან გადავარდა.
ლუკა წამოდგა , ტუჩზე ხელი მოისვა და მიხვდა, რომ ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა.
უცებ დაიწყო ყვირილი : – კიიიი ეს მეე ვქენიიიი!!!
ნიკა გაქრა და ჩემს უკან ვიღაც გოგო დადგა, რომელიც თმას მწიწკნიდა და ამბობდა :
-დეიდა უთხარი აღიაროს, უთხაარიიი , უთხაარიიი!
მე მივბრუნდი და პატარა გოგო დავინახე რომელსაც თვალები ამოთხრილი ჰქონდა, მე შიშით უკან გადავხტი და ლუკასთან ერთად კუბეზე ავრბოდი, ლუკა კი ამბობდა :
-თუ ვიმეს ეტყვი, კეტრინს მოვკლავ!
-მალე კეტრინი ვამპირად მაქცევს და ორივენი ბოლოს მოგიღებთ! (ვუთხარი მე)
ჩემთან ეზოში მწვადებს წვავდნენ და პატრა ბავშები მაგიდასთან ისხდნენ.
ლუკა მიუახლოვდა პატარა ბიჭს, ენა ამოყო და ტუჩები აულოკა :დ :დ :დ
ჩემი მეგობრებიც იქ იყვნენ და დავიწყე ყვირილი :
-პედოფილიააა !!!
ლუკამ კედელზე მიმაჯახა და კისერზე ხელი მომიჭირა
-მე ვარ პედოფილი?!!! (გაბრაზებული ხმით თქვა)
-ხელი გამიშვი!
უკან კეტრინი გაჩნდა (კეტრინი ვამპირის დღიურების პეროსინაჟია)
-ხელი გაუშვი! (თქვა კეტრინმა).
ლუკამ მაინც არ გამიშვა ხელი.
კეტრინმა დაარტყა ლუკას მთელი ძალით და ლუკა გადავარდა, შემდეგ ადგა , მუხლებზე დაუჩოქა კეტრინს და უთხრა :
-კეტრინ გეფიცები ეს მე არ ვიყავი!
მე კი წამოვიყვირე :
-დედა ვის დაუჯერებ მას, თუ მე? (ხოოხოო :დ კეტრინი სიზმარში დედაჩემი იყოო)
კეტრინმა სწერვული სახით შეჰხედა ლუკას და ღიმილით თქვა:
-გაწამო?
უცებ ალარიკის სახლში ავღმოჩნდით (ალარიკიც ვამპირის დღიურების პერსონაჟია)
კეტრინმა ლუკა საწოლზე მიაბა, დანა აიღო, მაისური გაჰხადა და დავინახეთ ლუკას მუცელზე დიდი ტატუ, რომელშიც ხაზები იყო. კეტრინმა თქვა :
-ის დემონია !
ამოიღო დანა და მუცელში დაარტყა.
ლუკას არაფერი არ მოუვიდა, თვალები გაუნათდა და უცებ მე და ელენა ჩემს ოთახში ავღმოჩნდით.
საწოლი არ იდგა და მხოლოდ კარადები დავინახეთ (ელენაც ვამპირის დღიურების პერსონაჟია) ჩვენ იქიდან გაღწევას ვცდილობდით, ელენამ კი მითხრა:
-ნუ გეშინია აქედან გავაღწევთ! მენდე!
კლაუსი შემოვარდა ოთახში ვამპირის სახით (ესეც ვამპირის დღიურების პერსონაჟია :დდ) ელენას ხელი ჰკრა, მე კი კარადის უკან დავიმალე.
დეიმონი შემოიპარა (ესეც ვდ-ს პერსონაჟი :დ) და კლაუსს ხისგან გამოთლილი დანა შეარჭო გულში და გაქრა. მე და ელენა კარადაში დავიმალეთ. ელენამ მითხრა სანამ დეიმონი მოვა დავიმალოთ კარადაშიო გადმმოდი ჩემთანო , მე კი ვუთხარი ვერ გადმოვალ აქ ვიქნებითქო არ დავუჯერე დეა დავრჩი სხვა კარადაში.
კლაუსი გამოფხიზლდა, ჩემმა კარადამ კი ჩემს სიმძიმეს ვერ გაუძლო და შეინჯღრა :დდ ლუკა კლაუსის ვიღაც იყო :დ .
მოვიდა კლაუსი კარადა გამოაღო მე კი მივახტი და კისერზე ვუკბინე.
თურმე როდესაც ალარიკთან სახლში ვიყავით, კეტრინმა ვამპირად მაქცია, რომ კლაუსს ვერ მოვეკალი.
ელენას დავუძახე და ერთად გავიქეცით, გზაში დეიმონი შეგვხვდა და ამოქვაბულში გავიქეცით.
მე, კეტრინი , დეიმონი, ელენა, სტეფანი და ლუკა ვიყავით იქ.
ლუკა იატაკზე მივაბით, რაღაც რიტუალი უნდა ჩაგვეტარებინა, ბონის ველოდებოდით.
მე სანთლებს ვანთებდი როდესაც ლუკამ საცოდავად წამოიჩურჩულა:
-გთხოვ გამიშვი,ხომ იცი რომ გიყვარვარ? !
-რაა? შევამოწმოთ?
(მან არ იცოდა ვამპირი, რომ გავხდი)
და კისერში ვუკბინე, კეტრინმა კი მომაძახა :
-კარგი გეყო, არ მოკლა.
ლუკას დემონი ჰყავდა ჩასახული.
ბონი მოვიდა, დაიწყო თავისი რიტუალი
-ამბაჰამბაჰამ(და ეგენი)
:დ
ლუკა აღრიალდა, დემონი გამოვიყვანეთ მისი სხეულიდან, მე მივედი ლუკასთან და ნაჭრით შუბლიდან ოფლი ჩამოვწმინდე, როდესაც სახეში შემომხედა პირი დააღო და რაღაც შაშინელი ხმა ავიგე და გამომეღვიძა :დ
მოკლედ მაინც არ გაირკვა, რა გააკეთა ლუკამ და უარყოფდა :დ ძალიან არეული სიზმარი იყო :დ მოკლედ ძალიან კარგი ემოციებით დატვირთულმა გავიღვიძე და რავიცი ნეტავ კიდე ვნახო ასეთი სიზმრები.
დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ პოსტი
გილოცავთ გიორგობას.